
იტალიაში "დიდი შვიდეულის" სამიტი დაიწყო. მას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრება.
G7 სამიტი. უკრაინის, საერთაშორისო სამართლისა და სამართლიანი მშვიდობის აშკარა მხარდაჭერა. ყოველდღე ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს და ვმატებთ ძალას ჩვენი სიცოცხლის დაცვას.
ყოველი შეხვედრა ემსახურება იმ მიზანს, რომ უკრაინას გამარჯვების ახალი შესაძლებლობები მისცეს. მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის." წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და სამიტიდან ფოტოებს ავრცელებს.
ცნობილია რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი შეხვედრაზე კიევისთვის 242 მილიონი გირვანქა სტერლინგის დახმარებას გამოაცხადებს. გარდა ამისა, "დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, უკრაინისთვის $50 მილიარდის გადაცემაზეც.