უკრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 17 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 17 და 14 რაკეტიდან 7 ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს ხმელნიცკის, ხარკოვის, მიკოლაევის, ოდესის, ზაპორიჟიეს, დნიპროპეტროვსკის და კიროვოგრადის რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.