ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან ელჩები გაიწვიეს

გამოქვეყნდა:

ბელარუსმა და სომხეთმა ერევნიდან და მინსკიდან თავიანთი ელჩები გაიწვიეს. ერთი დღით ადრე სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ არც ის და არც სომხეთის სხვა წარმომადგენელი არ ეწვევა ბელარუსს, სანამ ხელისუფლებაში ალექსანდრე ლუკაშენკოა.

გადაწყვეტილების მიზეზად კი ლუკაშენკოს განცხადება დასახელდა ბაქოსა და ერევანს შორის კონფლიქტზე. მაისის შუა რიცხვებში ბაქოში ვიზიტის დროს ლუკაშენკომ ომს "განთავისუფლება" უწოდა. ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ ბელარუსის ლიდერის პოზიციამ მთიანი ყარაბაღის ომზე გავლენა მოახდინა სომხეთის გადაწყვეტილებაზე "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან" შესაძლო გასვლასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ელჩი კონსულტაციებისთვის მინსკში დაიბარა ბელარუსმაც. საგარეო ამბობს, რომ არ აპირებენ სომხეთთან ურთიერთობების გაუარესებას. 

"ყველა ვხედავთ, რამდენად რთულია დღეს სომხეთში შიდაპოლიტიკური ვითარება, რამდენად სწრაფად მწვავდება დაპირისპირება ქვეყანაში და სხვადასხვა ადამიანებს, რა თქმა უნდა, აქვთ განსხვავებული წინააღმდეგობა სერიოზული ემოციური სტრესის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ეს. მაგრამ ჩვენ არ გვესმის, რა შუაშია ბელარუსი?" - თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.



იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი