უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა სულ მცირე 70 დრონი გამოიყენეს რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმისთვის.
ბუდანოვის თქმით, ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და აეროდრომს სულ მცირე 70-მა უკრაინული დრონმა - Dragon და Splash-მა დაარტყა - "ზარალის შეფასება ახლა მიმდინარეობს. ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თუ დაზიანებული თვითმფრინავების შესახებ" - აღნიშნა ბუდანოვმა.