ჰარი პოტერის ავტორი ახალ წიგნს აანონსებს

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს ბესტსელერის, „ჰარი პოტერის“ ავტორი ჯოან როულინგი ახალ წიგნს აანონებს. დეტექტიური ნაწარმოები ტრანსვესტიტი მამაკაცის მიერ ჩადენილ სერიული მკვლელობებს შეეხება.

აქტივისტებისა და კრიტიკოსების აზრით, ის ანტი-ტრანს ნარატივი, რომელსაც როულინგი გვთავაზობს ზიანის მომტანია თემის წევრებისთვის.

„ჯოან როულინგის ახალი წიგნი ტრანსვესტიტ სერიულ მკვლელზეა, მაშინ, როდესაც გასულ წელს ბრაზილიაში ტრანსგენდერი ქალების მკვლელობის მაჩვენებელი 70 პროცენტით გაიზარდა. ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალებს ცეცხლმოკიდებულ მანქანებში ტოვებენ სასიკვდილოდ, მკვლელებს კი სახლში უშვებენ“ - წერს აქტივისტი პარის ლი.

ცნობისთვის, ჯოან როულინგმა „ჰარი პოტერის“ პირველი ნაწილის გამოცემიდან დღემდე, საგის 1 997 500 ეგზემპლიარის გაყიდვით 1.15 მილიარდი იშოვა და მსოფლოში პირველი მილიარდელი მწერალი გახდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი