რუსებმა დღის განმავლობაში ზაპოროჟიეს 424-ჯერ შეუტიეს

გამოქვეყნდა:

რუსებმა, დღის განმავლობაში ზაპოროჟიეს 424-ჯერ შეუტიეს. დამპყრობლების ცეცხლის ქვეშ შვიდი დასახლება მოექცა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.

"სხვადასხვა მოდიფიკაციის 213 BpLA თავს დაესხა გულიაიპოლს, ლევადნეს, რობოტინეს, მალა ტოკმაჩკას, მალინივკას და ნოვოანდრიივკას. რობოტინი და მალა ტოკმაჩკა 8-ჯერ მოექცა საზენიტო ცეცხლის ქვეშ. 203 საარტილერიო ჭურვი გაისროლეს გულიაიპოლის, მალა ტოკმაჩკას, ნოვოანდრიივკას, რობოტინის, ლევადნის, მალინივკასა და ნოვოპროკოპივკას ტერიტორიაზე," - განაცხადა ფედოროვმა.

ოლქის ხელმძღვანელის ცნობით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე სახლი დაინგრა. მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი