რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. საზღვარი გახსნა

გამოქვეყნდა:

დღეს, 15 სექტემბერს რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. საზღვარი გახსნა. გადაწყვეტილებას ხელი პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა.

რუსეთი ხსნის საზღვარს სამხრეთ ოსეთთან. კორონავირუსის გავრცელების გამო საზღვარი 13 აპრილს ჩაიკეტა, თუმცა, სპეციალისტების რეკომენდაციით, აკრძალვები მიმოსვლაზე ნელ-ნელა შემსუბუქდება, - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა 12 სექტემბერს ხურვალეთში ე.წ. ბორდელიზაციის პროცესი განაახლეს. საზღვრის დემარკაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს სოფელში და მავთულხლართები საცხოვრებელ სახლებამდე აღწევს.

ახლა, როგორც გაირკვა, მათ ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. საზღვარი გახსნეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტი რუსეთი ყოველდღიურად ზემოქმედებს მიტაცებულ ტერიტორიებზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი