უკრაინის სამხედრო დაზვერვიდან წყარო Kyiv Independent-ს ეუბნება, რომ უკრაინული დრონებით ღამით თავს დაესხნენ მეტალურგიულ ქარხანასა და სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებულ სხვა ობიექტებს რუსეთის ბელგოროდის, ვორონეჟისა და ლიპეცკის ოლქებში.
წყარო ამბობს, რომ ერთ-ერთი სამიზნე ნოვოლიპეცკის მეტალურგიული ქარხანა და ლიპეცკის ოლქში ადგილობრივი ტრაქტორების საწარმო გახდა. ამ ოლქების გუბერნატორებმა დილით განაცხადეს, რომ დრონებით თავდასხმა იყო, რასაც მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"ორივე საწარმოს აგრესორი სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ამ ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივ მოსახლეობას აფეთქების და საჰაერო თავდაცვის სისტემების ხმები ესმოდა," - განუცხადა Kyiv Independent-ს წყარომ.