უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ გაანადგურეს 1006 რუსული ტანკი მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო.
უწყების ცნობით, ტანკების უმეტესობა განადგურდა დონეცკისა და ხარკოვის რეგიონებში სასტიკ ბრძოლებში, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული ჯარისკაცები ხშირად ცდილობდნენ უკრაინის დაცვითი პოზიციების გარღვევას მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებით.
"ტელეგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში უწყება წერს, რომ რუსული ჯავშატექნიკის დიდ რაოდენობაზე თავდასხმა შეტევის საწყის ეტაპზევე მოხდა, სანამ ისინი უკრაინის პოზიციებზე შეიჭრებოდნენ და რომ ზოგიერთი ტანკი განადგურდა ეკიპაჟთან ერთად.
"მტრის ტანკების წინააღმდეგ გამოიყენებოდა ჯავშანსატანკო იარაღისა და უპილოტო სისტემების (დრონები) მაქსიმალური არსენალი", - ამბობს უწყება.