"ოცნების" დაუსჯელი მოძალადეები | ამ დრომდე არ დაუკავებიათ არც სტუდენტ ლერი დარჯანიაზე თავდამსხმელები

გამოქვეყნდა:

მოძლადე დაჯგუფებები დედაქალაქში ტერორს აგრძელებენ. ამჯერად 7 მამაკაცი, რომლებიც სახის დამალვასაც კი არ ცდილობდნენ, აქტივისტ ლერი დარჯანიას ჩაუსაფრდა. თავდასხმა სახლთან, დღეს დილით მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს სასტიკად სცემეს და თან ეუბნებოდნენ, რომ ცემის მიზეზი მისი სამოქალაქო აქტიურობა და საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა იყო.

რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების დაწყების შემდეგ უკვე ათზე მეტი სასტიკი თავდასხმა მოხდა და ამ დრომდე არცერთი შემთხვევა გამოძიებული არ არის. არსებობს ვიდეოკადრები, დაზარალებულების და მოწმეების ჩვენებები, რამდენიმე შემთხვევაში მოძალადეები სახეებსაც კი არ მალავდნენ, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრო შედეგს არ დებს. და ოპოზიციის შეფასებით, ამის ერთადერთი მიზეზი "ქართული ოცნების" დაკვეთაა, რომელიც ახალისებს ძალადობას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი