რუსეთის მიერ პოლტავას ოლქზე Х-59-ით განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, მათ შორის სამი ბავშვია - მედია ინფორმაციას პოლტავას საოლქო პროკურატურასა და რეგიონულ სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკურატურა წერს, რომ დარტყმის შედეგად დაზიანებულია მრავალსართულიანი შენობები და ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.