უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა 10 "შაჰიდი" გაუშვა, რომელთაგან ყველა ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსმა სამხედროებმა სამხრეთიდან 10 უპილოტო თვითმფრინავი გაუშვეს, რომელთაგან ყველა ჩამოაგდეს.

უწყება ამბობს, რომ "შაჰიდები" ჩამოაგდეს ზაპოროჟიეს და დნეპროპეტროვსკის ოლქებში.

დნეპროპეტროვსკის ხელისუფლების ცნობით, ღამით თავდასხმის შედეგად დაზიანდა 3 კერძო სახლი და ორი მანქანა. 

ღამის დრონის თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკის რაიონში ხანძარი გაჩნდა, ასევე დაზიანდა 3 კერძო სახლი და 2 მანქანა. მსხვერპლი არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი