პარტია "ევროპული საქართველო" მცხეთა-მთიანეთში "ლეიბორისტული პარტიის" მაჟორიტარობის კანდიდატს, ბექა ნათელაშვილს უჭერს მხარს. პარტიამ საკუთარ ამომრჩევლებს ნათელაშვილი დღეს, 15 სექტემბერს წარუდგინა.
მცხეთა-მთიანეთში ევროპულმა საქართველომ გამომიცხადა მხარდაჭერა და ეს რა თქმა უნდა, დასაფასებელია. უფრო იზრდება სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების შანსები ამ ოლქში. მე ვიბრძოლებ აქაური ადამიანების ინტერესებისთვის, - თქვა ბექა ნათელაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" ლდიერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ყოველა პარტიამ უნდა გაითვალისწინოს არა ვიწროპარტიული ინტერესი, არამედ ქვეყნის ინტერესი, სწორედ ამიტომ ამ ოლქში პარტია საკუთარ კანდიდატს აღარ დააყენებს.
3 აგვისტოს, "ევროპულმა საქართველომ" რეგიონების კანდიდატები დაასახელა. საკუთარი კანდიდატები მმართველმა პარტიამაც წარადგინა - "ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარები ნახეთ აქ. "ქართული ოცნების" მაჟორიტარები რეგიონებში ნახეთ აქ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა.