უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით ოკუპანტებმა უკრაინას შეუტიეს "შაჰედ-131/136" ტიპის 21 უპილოტო საფრენი აპარატით.
უწყება ამბობს, რომ საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ხერსონის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, კიროვოგრადის, ხმელნიცკის და ლვოვის რაიონებში ჩამოაგდეს 19 დრონი.
ცნობილია, რომ დრონებით თავდასხმა იყო ლვოვის ოლქში, სადაც ორი ადამიანი 47 და 70 წლის კაცები დაშავდნენ.