უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინას შეუტია რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. უწყება ამბობს, რომ მთლიანობაში, კრემლმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 9 რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი.
უფრო კონკრეტულად:
გენშტაბის ცნობით, რუსეთი თავს დაესხა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, თავდასხმის ძირითადი მიმართულება იყო უკრაინის აღმოსავლეთი, კერძოდ დნეპროპეტროვსკის ოლქი.
საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ ჩამოაგდეს 32 საჰაერო სამიზნე:
უკრაინის სახელმწიფო კომპანია "უკრაინერეგოს" ცნობით, 20 ივნისს ღამით, რუსული თავდასხმის შედეგად, უკრაინის ოთხ რეგიონში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაზიანდა.