თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უფლებას აძლევს, ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ

გამოქვეყნდა:

თეთრმა სახლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებს უფლებას აძლევს, ამერიკული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე გამოიყენონ.

ნებართვა ვრცელდება როგორც ხარკოვის, ისე სუმის ოლქების მიმდებარე ტერიტორიებზე. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა უფროსმა დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა სატელეფონო ბრიფინგის დროს განაცხადა. კარპენტერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გზით რუსეთს წაერთმევა შესაძლებლობა, შეკრიბოს ჯარები საზღვრის საკუთარ მხარეს, საიდანაც უკრაინის ტერიტორიას უტევს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი