მამუკა მდინარაძის შემდეგ, ანრი ოხანაშვილი. გენპროკურორად "ოცნება" თავიდან მდინარაძის კანდიდატურას განიხილავდა, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ოლიგარქის გუნდმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოხანაშვილზე გააკეთა. ოხანაშვილი არც უარყოფს, არც ადასტურებს და თემაზე მხოლოდ ოცნებისეული სიფრთხილით საუბრობს. ამბობს, რომ ახლა საკითხი დღის წესრიგში არ დგას, თუმცა ბოლომდე გაურბის დასმულ კითხვას, აქვს თუ არა გენპროკურორობის სურვილი და გააგზავნა თუ არა საკუთარი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოზე განსახილველად.
ვიდრე "ოცნება" ოხანაშვილის პარლამენტიდან პროკურატურაში გადასაყვანად ემზადება, პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი ისევ დაუწინაურებელი რჩება. წლებია, მოადგილეობის შემდეგ მას გენპროკურორობა სურს, თუმცა ოთარ ფარცხალაძის კადრი პროკურატურის ხელმძღვანელად ოლიგარქს არ უნდა.