რუსებმა დონეცკის ოლქის ქალაქი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსებმა დონეცკის ოლქის, ქალაქი სელიდოვე დაბომბეს. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გუბერნატორი ვადიმ ფილაშკინი ავრცელებს.

ფალაშაკინის განცხადებით, საჰაერო მართვადი ბომბები ქალაქის საცხოვრებელ ზონას მოხვდა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ექვსი სახლი, ხუთი მაღალსართულიანი კორპუსი და მანქანა.

რეგიონული ხელისუფლების განცხადებით, რუსეთის თავდასხმებს უკრაინაზე, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი