ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსად ოლექსი მოროზოვი დანიშნა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამმართველოს (УДО) ახალ უფროსად ოლექსი მოროზოვი დანიშნა. ამის შესახებ ბრძანებულება, სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე, 9 მაისს, უკრაინის პრეზიდენტმა სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი სერგი რუდი გაათავისუფლა. ეს მოხდა ორი დღის შემდეგ, რაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, რომ რუდის ორი თანამშრომელი, პოლკოვნიკები, სახელმწიფო ღალატსა და ტერაქტის განხორციელებაში თანამონაწილეობაში ამხილეს. უწყების თქმით, ჩავარდა რუსეთის FSB-ს გეგმა უკრაინის პრეზიდენტისა და მაღალი რანგის სხვა მოხელეების ლიკვიდაციის შესახებ. რუდი უწყებას 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი