შეერთებული შტატების თავდაცვის ავტორიზაციის აქტში, რომელიც პენტაგონის სამხედრო პრიორიტეტებსა და ფისკალურ პოლიტიკას განსაზღვრავს, საქართველო საერთოდ აღარაა ნახსენები. ევროპის მიმართულებით დოკუმენტში მიმოხილულია უკრაინის სამხედრო საჭიროებები და ასევე სომხეთან და კვიპროსთან სამხედრო თანაშმრომლობის საკითხები.
თუმცა 2025 წლის შემაჯამებელ სამხედრო დოკუმენტში საქართველო ნახსენებიც კი აღარაა. ავტორიზაციის აქტი წარმომადგენეთა პალატამ ცოტა ხნის წინ მიიღო და დოკუმენტი ამჟამად სენატის სამხედრო კომიტეტშია გადაგზავნილი. იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტს სენატიც მიიღებს, ის ძალაში პრეზიდენტი ბაიდენის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა.
"საქართველოზე არათუ საბიუჯეტო დახმარება, არამედ ჩანაწერიც კი არ არსებობს. მე ხელთ მიპყრია ის ნარატივი, რომელიც ევროპასთან დაკავშირებით არის და გაგიკვირდებათ, თუმცა საქართველო აღარ არის ნახსენები და საქართველოს მხარდაჭერა და საუბარი არის სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაზე, რომელიც, მათ შორის, ამ მოლაპარაკებების შედეგად, პირველად გაჩნდა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. მივმართავ თავდაცვის მინისტრს, რომელმაც ერთხელ დატოვა "ქართული ოცნების" უმრავლესობა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საგარეო კურსი იცვლებოდა და რუსეთისკენ იბრუნა მაშინ, მისი თქმით, პირი ივანიშვილმა. ეხლა რა განწყობაზეა, მაშინ, როდესაც თავდაცვისუნარიანობა საფრთხეშია. შეერთებული შტატები ღიად აცხადებს არამხოლოდ სიტყვით, არამედ, მათ შორის, საქმით, რომ საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა ფაქტობრივად ნულს უდრის და მე მექნება მასთან კითხვა, როგორ აფასებს ის ამ სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანებას ჩვენი ჯარისთვის, რომლის ნდობა ყველაზე მაღალ ნიშნულზე იყო წლების მანძილზე საქართველოს მოსახლეობაში, - ამბობს თეონა აქუბარდია.