რუსეთი, სუმის ოლქის 10 თემს დაესხა თავს

გამოქვეყნდა:

რუსული ძალები უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ სუმის ოლქში, 10 თემს დაესხნენ თავს. სულ 90 აფეთქება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

რუსების სამიზნეში მოხვდა: მიკოლაივის, ხოტინის, იუნაკივკას, ბილოპილიის, კრასნოპილიის,  ჰლუხივის, ესმანის, შალიგინეს, სერედინა-ბუდას და ზნობ-ნოვგოროდსკეს თემები.

რუსეთი სუმის ოლქის თემებს, გასული დღის განმავლობაში, თავს ესხმოდნენ დრონებით,  ნაღმმტყორცნებით, არტილერიით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით. 

მსხვერპლის ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ ვრცელდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი