გადაწყვეტილი გვაქვს გავანადგუროთ ტერორისტები მათ ტერიტორიაზე, გვჭირდება იგივე გადაწყვეტილება პარტნიორებისგან | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა უკვე ჩამოაგდეს ორი რუსული რაკეტა "კალიბრი", გასულ დღეს 12 რუსული რაკეტა და 13 დრონი. მისი თქმით, ეს ხდება ყოველდღე და ყოველ ღამეს.

"რუსული ტერორი არ ნელდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა - აუცილებლად და პარტნიორებთან ერთად", - დაწერა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ტერორისტების მათ ტერიტორიაზე განადგურება, სამართლიანი გადაწყვეტილებაა.

Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ მოუწოდა უკრაინის პარტნიორებს გამოიჩინონ მეტი მონდომება, რათა ერთობლივად შეაჩერონ რუსული აგრესია.

"და ჩვენ გვჭირდება იგივე გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთი. მსოფლიოში ყველასთან ერთად, ვინც სიცოცხლეს აფასებს, ჩვენ ამას გავაკეთებთ" - წერს ზელენსკი.

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი