24 საათის განმავლობაში ჩემი კვება არავის გახსენებია - ფოფხაძე რესპუბლიკურზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის" აღმასრულებელი მდივანის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში 24 საათის განმავლობაში მშრალ შიმშილობაზე იყო და მისი კვება არავის გახსენებია. ამ თემაზე და საავადმყოფოში არსებულ სხვა პრობლემებზე მან "ღამის მთავარში" ისაუბრა.

ის, რომ მე 24 საათის მანძილზე მშრალი შიმშილობა მომიწია და არავის გახსენებია, რომ ადამიანს შეიძლება საკვები დასჭირდეს ესეც. საკვების და ჩაის მხრივ არავის გახსენებია, რომ ადამიანს რამე შეიძლება დასჭირდეს, შეიძლება მე უნდა მომეთხოვა, მაგრამ 24 საათი ადამიანს რომ სადმე ამყოფებ, ალბათ, რაღაც უნდა შესთავაზო, - ამბობს გედევან ფოფხაძე.

ფოფხაძემ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში არა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების უსაფრთხოება ირღვევა, რადგან ყველა პაციენტი საერთო სველი წერტილით სარგებლობს, გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფო ფაქტობრივად სარდაფია, რადგან ოთახებს ფანჯრები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი 12 სექტემბერს დაუდასტურდა, ის მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს. 

შეგახსენებთ, რომ 9 სექტემბერს ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს კორონავირუსი დაუდასტურდათ. პარტია "ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის"ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი