დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა | ვითარება დაღესტანში

გამოქვეყნდა:

დაღესტნის მუფთის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა; მათგან შვიდი პოლიციელია. აქამდე არსებული ინფორმაციით, მოკლული იყო 6 პოლიციელი, ასევე სასულიერო პირი. დაშავებულია 25 ადამიანი.

დაღესტანში სინაგოგაზე, ეკლესიებსა და უშიშროების ძალებზე თავდასხმების შემდეგ ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს. მედიის ინფორმაციით, დერბენტსა და მაჰაჩყალაში უსაფრთხოების ძალები საცხოვრებელ სახლებში შეიჭრნენ, სადაც თავდამსხმელები არსებული ინფორმაციით,  თავს აფარებდნენ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბოევიკებს შორის იყო დაღესტნის სერგოკალინსკის ოლქის უფროსის, მაგომედ ომაროვის ორი ვაჟი, ოსმან და ადილ ომაროვები. არსებული ინფორმაციით, ისინი ლიკვიდირებული არიან. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მაჰაჩყალაში სულ ოთხი თავდამსხმელი მოკლეს.

პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაგომედ ომაროვმა [თავდამსხმელების მამა] თანამდებობა დატოვა, კიდევ ერთი ინფორმაციით კი, ის დაკავებულია.

შეგახსენებთ, შეტაკება დაღესტანში ამ საღამოს მოხდა. ორ ქალაქში - მაჰაჩყალასა და დერბენტში უცნობი პირები თავს დაესხნენ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას, სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებას. გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი