FT: EU-მა უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის შესახებ, უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლის სამართლებრივი გზა მონახა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა სამართლებრივი გამოსავალი შეიმუშავა, რომელიც საშუალებას მისცემს გვერდი აუაროს უნგრეთის ვეტოს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, უკრაინისთვის იარაღის შესყიდვის შესახებ. გეგმის შესახებ კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ამან შესაძლოა გზა გაუხსნას G7-ს კიევისთვის 50 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფისკენ.

უნგრეთის ვეტოზე გვერდის ავლის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"ჩვენ შევთავაზეთ უნგრეთს: თქვენი ფული არავითარ შემთხვევაში არ იქნება გამოყენებული უკრაინის მხარდასაჭერად. არა მხოლოდ ლეტალურზე, არამედ არაფერზე. აიღეთ თქვენი ფული. ჩვენ არ გვინდა თქვენი ფულის გამოყენება," - განაცხადა ბორელმა და დასძინა, რომ უნგრეთმა უპასუხა - "არა".

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთის ეს პოზიცია "განპირობებულია რუსეთთან ძლიერი კავშირით".

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლის გზას დღეს, ლუქსემბურგში მინისტერიალზე განიხილავენ.

შეგახსენებთ, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დღეს სანქციების მე-14 პაკეტიც დაამტკიცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი