მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს შემდეგ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების წინააღმდეგ შესაძლო შეზღუდვებზე ევროკავშირი ალაპარაკდა. მკაფიო მინიშნება მოსალოდნელი სანქციების შესახებ გაერთიანების უმაღლესი პირების მხრიდან დღეს გაკეთდა. საუბარია მთავრობის წევრთა ვიზიტების შეზღუდვასა და მრავალმილიარდიანი დაფინანსების გადახედვაზე. ოლიგარქიული რეჟიმის ანტიდასავლური პოლიტიკის საპასუხოდ კონკრეტულად რა ზომებს გაატერებს ევროკავშირი, ეს ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. რაც შეეხება საქართველოს ევროპერსპექტივას, კვლავ გაურკვეველია გაიხსნება თუ არა მოლაპარაკების ფანჯარა წლის ბოლოს საქართველოსთვის, მაშინ როცა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკების პროცესი ხვალიდან იწყება.