ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შეთანხმებას მიაღწიეს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების შეთანხმებას მიაღწიეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ტრანში 1,4 მილიარდ ევროს შეადგენს და ამ თანხების გამოყენება უკრაინის სასარგებლოდ მაქსიმალურად ოპერატიულად დაიწყება.

„1,4 მილიარდი ევრო შემდეგ თვეში, დამატებით ერთი მილიარდი კი წლის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი. მას სამი მიზნისთვის - საჰაერო თავდაცვისთვის, საბრძოლო მასალისა და უკრაინული ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის გამოიყენებენ“, - განაცხადა ბორელმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი