ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მლნ დოლარზე მეტს გამოყოფს

გამოქვეყნდა:

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უკრაინისა და მოლდოვის მხარდასაჭერად დანია 21 მლნ დოლარზე მეტს გამოყოფს. უწყების ცნობით, თანხების გამოყოფა 2030 წლამდე იგეგმება.

"ევროკავშირის წარმატებულ გაფართოებას ევროპის სტაბილურობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას აძლიერებს, როდესაც ევროკავშირის მეზობელი ქვეყნები თავიანთ ევროპულ ფესვებს ამაგრებენ და მიიწევენ მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის შესაძლებლობებისკენ, რომლებსაც ევროკავშირი წარმოადგენს", - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა.

გარდა ამისა, მათივე ინფორმაციით, მომავალში დანიის მხარდაჭერა დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატ ქვეყნებზეც გავრცელდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი