"ეს ისტორიული დღეა ჩვენი ერისთვის... გვესმის, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ ამისთვის მზად ვართ" | შმიგალი

გამოქვეყნდა:

"ეს ისტორიული დღეა ჩვენი ერისთვის... გვესმის, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ ამისთვის მზად ვართ", - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი წერს და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას ეხმაურება.

"დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის გაწევრიანების შესახებ ევროკავშირში. ეს არის ისტორიული დღე ჩვენი ერისთვის. ევროკავშირი ჩვენთვის არის გაცილებით მეტი ვიდრე უბრალოდ ფიზიკური სივრცე. ეს არის ფასეულობები და იმედი. უკრაინის ათასობით შვილმა გაწირა სიცოცხლე დამოუკიდებელი, ევროპული უკრაინისთვის. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე და იმ სამხედროების წინაშე, რომლებმაც ეს დღე შესაძლებელი გახადეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ძალებშია, რომ მიზანს მივაღწიოთ. გვესმის, რომ წინ რთული გზაა, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად ვართ", - წერს შმიგალი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი