რუსეთში, ტამბოვის ოლქში, ნავთობის ბაზაზე დრონით თავდასხმა იყო

გამოქვეყნდა:

დილით დრონით თავდასხმა იყო რუსეთში კიდევ ერთ ნავთობის ბაზაზე. ტამბოვის ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ ეგოროვი ამბობს, რომ უკრაინული დრონით თავდასხმა მიჩურინსკის მუნიციპალურ ოლქში მოხდა და გაჩნდა ხანძარი. 

ეგოროვის თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა, ხოლო ბაზიდან უახლოესი დასახლება 3 კილომეტრშია და თუ საჭიროება იქნება, მოხდება მოსახლეობის ევაკუაცია.

ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ცეცხლი ლოკალიზებულია და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

ფოტო: არქივიდან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი