რუსები დონეცკის ოლქის დასახლებას თავს დაესხნენ | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსები დონეცკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე საცხოვრებელ უბანს თავს დაესხნენ, შედეგად 4 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 6 დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ვადიმ ფალაშკინმა 
განაცხადა. 

გუბერნატორის თქმით, მსხვერპლის უმეტესობა ნიუ-იორკის დასახლებაში იყო, რომელიც ფრონტის ხაზთან მდებარეობს - "რუსეთი კლავს მშვიდობიან მოსახლეობას!" - განაცხადა ფალაშკინმა. 

უკრაინის ხელისუფლება ფრონტის ხაზთან ახლომდებარე დასახლებებში მცხოვრებ მშვიდობიან მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. 

ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 29 ივნისს მდინარე დნეპროს მეორე მხარეს, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 2 დაიჭრა. ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით კი, გუბერნატორ, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, 1 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი