EU-მა, უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების გამო, ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების გამო, ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა - ამის შესახებ ინფორმაცია ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა

ევროკავშირის ახალი სანქციები მიზნად ისახავს ბელარუსის ვაჭრობას, მომსახურების სფეროს, ტრანსპორტის სექტორებს და ართულებს სანქციებისთვის გვერდის ავლას.

"საბჭომ დღეს მიიღო შემაკავებელი ზომები ბელარუსის ეკონომიკის მიმართ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომში რეჟიმის ჩართვის გათვალისწინებით. ეს ყოვლისმომცველი ზომები მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედი რამდენიმე შემაკავებელი ღონისძიების ასახვას და ამით გადაჭრის საკითხს, რომელიც გამომდინარეობს რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკას შორის არსებული ინტეგრაციის მაღალი ხარისხით," - წერია ევროსაბჭოს განცხადებაში. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი