რუსებმა ვოლნიანსკი დაბომბეს | დაიღუპა 7 და დაშავდა 20 ადამიანი

გამოქვეყნდა:

რუსები უკრაინის ქალაქ ვოლნიანსკს თავს დაესხნენ, შედეგად დაიღუპა 7 და დაშავდა 20 ადამიანი - დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ინფორმაციას ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ივან ფედოროვი ავრცელებს.

"ამ დროის მონაცემებით 7 დაღუპულის შესახებ გვაქვს ინფორმაცია. 20 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი. 7 მოქალაქე მძიმე მდგომარეობაშია, მათ შორის 1 ბავშვია. რუსეთი ჩვენს ხალხს კლავს და ჩვენს ქალაქებს ანადგურებს. მტერმა ყველა დანაშაულზე პასუხი უნდა აგოს", - ამბობს ფედოროვი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი