რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქის 24 დასახლება დაბომბეს

გამოქვეყნდა:

რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, ხერსონის ოლქის 24 დასახლება დაბომბეს, შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

პროკუდინის ცნობით, რუსი სამხედროების სამიზნე რეგიონის დასახლებული პუნქტები იყო, კერძოდ, დაზიანდა 2 მაღალსართულიანი კორპუსი, 11 კერძო სახლი, მაღაზია, ავტოფარეხი და მანქანები.

ხელმძღვანელის თმით, დაიბომბა ანტონივკა, შიროკა ბალკა, დარივკა, ტომინა ბალკა, სტანისლავი, დნიპროვსკე, კომიშანი, ბილოზერკა, ნოვოდმიტრივკა, ნადნიპრიანსკე, ნოვოტიაგინკა, ბერისლავ, ტიაგინკა, ზოლოტა ბალკა, ნოვოვორონცოვკა, ოსოკორივკა, ოლჰივკა, მიხაილივკა, ვირივკა, ტომარინე, ბურგუნკა, კოზაცკე და ქალაქი ხერსონი.

უკრაინული გამოცემა Ukrinform-ის ცნობით, 29 ივნისს, დილით, რუსეთის არმიამ ასევე დაბომბა ბერისლავი და ხერსონის რაიონის სოფელი ნადნიპრიანსკე, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიჭრა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი