ზელენსკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ შუამავლების მეშვეობით

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Philadelphia Inquirer-თან ინტერვიუში ისაუბრა პუტინთან მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე და თქვა, რომ ამის ერთადერთი ვარიატნია შუამავლების ჩართულობა, როგორც ეს გაკეთდა შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის განხილივისა და შექმნისას. 

ზელენსკიმ განმარტა, რომ მაშინ უკრაინა მოლაპარაკებას აწარმოებდა არა რუსეთთან, არამედ გაეროსთან და თურქეთთან. 

"მათ, თავის მხრივ, აიღეს ჩვენთან მოლაპარაკების პასუხისმგებლობა, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციასთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების. ასე იმუშავა: ორი სარკისებური შეთანხმება გაეროსა და თურქეთს შორის", - თქვა ზელენსკიმ.

 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი