გასული დღის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა, 41 დაშავდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის თავდასხმებს უკრაინის მასშტაბით, გასული დღის განმავლობაში, 6 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 41 ადამიანი. ამის შესახებ განცხადებებს რეგიონული ხელისუფლებები ავრცელებენ

რუსეთის სამიზნე უკრაინის 11 ოლქი გახდა - ჩერნიხივი, მიკოლაივი, ლუგანსკი, კიროვოგრადი,  ზაპორიჟიე, სუმი, დნეპროპეტროვსკი, კიევი, ხერსონი, ხარკოვი და დონეცკი. მსხვერპლი ბოლო ხუთ რეგიონში იყო.

დონეცკის ოლქის გუბერნატორის, ვადიმ ფალაშკინის განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. პოკროვსკის რაიონის ერთ-ერთ სოფელში რუსული თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა და დაზიანდა ოცდაერთი სახლი და ორი მანქანა. ბახმუტის რაიონში 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა ქალაქ ტორეცკში, 1 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა სივერსკის თემში. რუსული ძალები თავს დაესხნენ ქალაქ  უკრაინსკსაც,  რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 2 და დაშავდა სულ მცირე 8 ადამიანი. ორი ადამიანი დაშავდა ქალაქ ნიუ-იორკზე (დონეცკის ოლქი) და კიდევ ერთ სოფელზე თავდასხმის შედეგად.

ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინიეგუბოვის განცხადებით, რუსი სამხედროები თავს დაესხნენ რეგიონულ ცენტრს FAB-500 ბომბებით, დარტყმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი და დაზიანდა რვა მანქანა.

გუბერნატორ, ალექს პროკუდინის თქმით, ხერსონის ოლქში რუსულმა ძალებმა 24 დასახლებას შეუტიეს: 1 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. რუსები თავს დაესხნენ კიევსაც, დაშავდა 3 ადამიანი. ნამსხვრევებმა დააზიანა სამი სახლი, რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, საწყობი და 16 მანქანა. დნეპროპეტროვსკის ოლქში კი, დნეპროს რეგიონულ ცენტრზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი