ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება - ფინანსთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება. ივანე მაჭავარიანი ვერც ფასების ზრდის საშიშროებას ხედავს და ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე თვის ანალიზი იძლევა იმის საფუძველს, რომ წლის ბოლოს ინფლაციის კუთხით "დაბალ და ნორმალიზებულ მაჩვენებელს დავუბრუნდებით".

ბოლო დღეებში კი ეროვნული ვალუტა ეცემა და 1 აშშ დოლარი ამ დროისათვის 3 ლარი და 15 თეთრი ღირს

სებ-ის პრეზიდენტმა კი დღეს განაცხადა, რომ აუქციონზე სავალუტო რეზერვებს გამოიტანენ და 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდიან.

ეროვნული ბანკი ახალ გაცვლით კურსს დღეს საღამოს 5 საათისთვის დაადგენს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი