საიდუმლო მოლაპარაკებები პარტნიორებთან. ოლიგარქი ივანიშვილი საკუთარი ქონების, ფულისა და რეპუტაციის გადასარჩენად ტაქტიკას ცვლის და მოკავშირეებთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. საგანგებო მისიით ვაშინგტონში სუსის უფროსი იყო მივლენილი. თუმცა, მცდელობის მიუხედავად უცვლელია საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის პოზიცია. "ოცნების" ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის დემოკარატიას ძირს უთხრის და საგარეო ვექტორიც კრემლისკენ აქვს მიმართული, სანქციებს ვერ ასცდება. სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პირდაპირ აცხადებს, რომ სანციების პირველი ეტაპი - სავიზო შეზღუვები სრულდება და წინ კიდევ უფრო ხისტი გადაწყვეტილებებია.