რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკში ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო

გამოქვეყნდა:

ე.წ. საზღვაო დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ნოვოროსიისკზე. მერმა, ანდერი კავჩენკომ "ტელერგამზე" დაწერა, რომ რუსული ფლოტი იგერიებდა თავდასხმას და მოქალაქეებს მოუწოდა ნუ იქნებოდნენ ღია სივრცეში ზღვასთან ახლოს. ადგილობროვი მოსახლეობა წერდა, რომ აფეთქებების ხმა სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში ისმოდა.

ნოვოროსიისკი არის რუსეთის მთავარი პორტი შავ ზღვაზე და ამავე დროს საზღვაო ბაზა. ყირიმში მდებარე ბაზებზე უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებისა და რაკეტების თავდასხმების შემდეგ იქ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაწილი გადაიყვანეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი