რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი ნოვოპავლივკა დაბომბეს, შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა განაცხადა.
"ზაპოროჟიეს ოლქის, პოლიგივის რაიონის, სოფელ ნოვოპავლივკაში რუსებმა 36 წლის კაცი მოკლეს. ოკუპანტებმა დრონი საცხოვრებელი კორპუსის გვერდით ჩამოაგდეს," - განაცხადა ფედოროვმა და აღნიშნა, რომ კაცი მიყენებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა.
გამოცემა Ukrinform-ის ცნობით, 2 ივლისს რუსეთის არმიამ ზაპოროჟიეს 386-ჯერ დაარტყა.