რუსების მიერ პოლტავას ოლქზე თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა | არიან დაშავებულებიც

გამოქვეყნდა:

უკრაინაში, რუსების მიერ პოლტავას ოლქზე თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა ფილიპ პრონინმა განაცხადა. 

პრონინის ცნობით, ერთ-ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია. რეგიონის დედაქალაქ პოლტავას მახლობლად, რაკეტის ნამსხვრევებით დაზიანდა სკოლა და საბავშვო ბაღიც. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსები ბოლო სამი დღის განმავლობაში ოლქს, სადაც რამდენიმე საჰაერო ბაზა მდებარეობს, აქტიურად უტევდნენ. პირველ ივლისს რუსული ძალები თავს დაესხნენ მიროროდის სამხედრო აეროდრომს პოლტავას ოლქში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი