"მადლობა ბაიდენს, კონგრესს და მთელ ამერიკელ ხალხს დღევანდელი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის" | ზელენსკი NATO-ს დახმარებაზე

გამოქვეყნდა:

"მადლობა ბაიდენს, კონგრესს და მთელ ამერიკელ ხალხს დღევანდელი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა და NATO-ს შეთანხმებას გამოეხმაურა, რომელიც უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს.

"მადლობა ჯო ბაიდენს, ორპარტიულ კონგრესს და მთელ ამერიკელ ხალხს დღევანდელი სამხედრო დახმარების პაკეტისთვის.

საჰაერო თავდაცვის დამატებითი საშუალებები, არტილერია, ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და სხვა კრიტიკული ელემენტები, ისევე როგორც პატრიოტის და NASAMS-ის რაკეტების დაფინანსება, ბრძოლის ველზე ჩვენს ჯარისკაცებს და შესაძლებლობებს გააძლიერებს.

ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის შემდგომი დახმარება გააძლიერებს უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს და საშუალებას მოგვცემს ეფექტურად გავუწიოთ წინააღმდეგობა რუსეთის აგრესიას და დავიცვათ ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან," - წერს ზელენსკი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი