ლისაკი: დნიპროზე გუშინდელი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

 დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი ლისაკი აცხადებს, რომ 6-მდე გაიზარდა რუსეთის მიერ ქალაქ დნიპროზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. მისი თქმით, 60 წლის ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 

რუსებმა დნიპროს რაკეტებითა და დრონებით 3 ივლისს დილით შეუტიეს. დაშავდა 53 ადამიანი. 

გარდა ამისა, ლისაკმა დასძინა, რომ მაშველებმა სახლის ნანგრევების ქვეშ იპოვეს ქალის ცხედარი, ის 28 ივნისს მომხდარ სარაკეტო თავდასხმას ემსხვერპლა. ხელიუსუფლებამ განმარტა, რომ ეს ამ თავდასხმის მესამე მსხვერპლია. 

დღეს დნეპერში გლოვის დღეა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი