გერმანიიდან მესამე "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინაში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

გერმანიიდან მესამე "პატრიოტის" საზენიტო სარაკეტო სისტემა უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაცია კიევში გერმანიის ელჩმა გაავრცელა.

"ეს გააძლიერებს ქვეყნის მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაცვას თვითმფრინავებისგან, უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტებისგან", - დაწერა ელჩმა.

პირველი ორი "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემა და მათი საბრძოლო მასალა გერმანიამ უკრაინას 2023 წელს გადასცა. მესამე "პატრიოტის" სისტემის, ასევე IRIS-T-ის, "გეპარდების", რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის უკრაინისთვის გადაცემაზე განცხადება კანცლერმა შოლცმა 11 ივნისს გააკეთა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი