"პირობას ვდებ, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად მუშაობას გავაგრძელებ" | ორბანი

გამოქვეყნდა:

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პუტინთან ვიზიტის შემდეგ პირობა დადო, რომ "უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად" მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ მან პუტინთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

„კიევში ვიყავი, ახლა მოსკოვში ვარ. გამოცდილებიდან მივხვდი, რომ უკრაინისა და რუსეთის პოზიციები ურთიერთობის მოგვარების თაობაზე ძალიან შორსაა ერთმანეთისგან. მათ დასაახლოებლად ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო. ომის დასრულებამდე, ჩვენ გადავდგით ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, დავამყარეთ კონტაქტი. მე გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით“, - განაცხადა ორბანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი