"მადლობა გერმანიას "პატრიოტი სისტემისთვის" და აშშ-ს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"მადლობა გერმანიას "პატრიოტი სისტემისთვის" და აშშ-ს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და დასავლელ პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ შეთანხმების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ მიზნად დავისახეთ, გავაორმაგოთ ჩვენი საჰაერო სიძლიერე და დღეს არის ამის დასაწყისი. მადლობას ვუხდი გერმანიას "პატრიოტი სისტემის" მოწოდებისთვის, რომელიც უკვე უკრაინაშია. ასევე დიდი მადლობა შეერთებულ შტატებს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად", - თქვა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სიდიდით მეორე მიმწოდებელია, პარასკევს გამოაცხადა, რომ უკრაინას "პატრიოტ სისტემას" გაუგზავნიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი