რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. ამის შესახებ რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე პროკუდინი იტყობინება.

"ნაშუადღევს, რუსეთის არმიამ, დაბომბა ბერისლავის რაიონი, რომელსაც ქალბატონი ემსხვერპლა. მას მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ დაღუპულის ოჯახსა და მეგობრებს", - დაწერა ალექსეი პროკუდინმა Telegram-ში.

პროკუდინის თქმით, კიდევ ერთი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. 32 წლის ქალს ნაღმის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობა, ასევე ფეხის მოტეხილობა და ბარძაყის ჭრილობა აღენიშნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი