უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის ახლადდანიშნულ პრემიერმინისტრ, კირ სტრამერს ტელეფონით ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას მედია თავად ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, მან სტარმერს გამარჯვება მიულოცა და უსურვა წარმატებით შეესრულებინა ის მოლოდინები, რაც ბრიტანელებს აქვთ ახალი მთავრობის მიმართ. გარდა ამისა, მედია წერს, რომ ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა ზელენსკი დაარწმუნა, რომ ლეიბორისტული მთავრობის პირობებშიც კი, ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი დარჩება.
"ვაშინგტონში NATO-ს სამიტამდე და სხვა საერთაშორისო მოვლენებამდე, განვიხილეთ ჩვენი პოზიციები და ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელება. კერძოდ, უპრეცენდენტო 100-წლიანი შეთანხმების მომზადება უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის“, - წერს ზელენსკი ტელეგრამ არხზე.