რუსების თავდასხმის შედეგად სუმის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა

გამოქვეყნდა:

სუმის ოლქში, რუსული დრონის თავდასხმის შედეგად ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა, რამაც რეგიონის რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. 

სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ოლქში აფეთქებები შუაღამის შემდეგ გაისმა. ამ დროისთვის, ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები ზარალის ხარისხს იკვლევენ. 

მანამდე სუმის ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დრონის თავდასხმის შედეგად წყლის სისტემა დაზიანდა და წყალმომარაგება დროებით შეფერხდა. 

უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგო პროვაიდერმა DTEK-მა განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმების შედეგად გამოწვეული ენერგომომარაგების შემცირების გამო, უკრაინელებს ელექტროენერგია მხოლოდ 6-7 საათის განმავლობაში ექნებათ, მომავალ ზამთარს. იმ შემთხვევაში კი თუ ისინი ვერ შეძლებენ დაზიანებული სადგურების აღდგენას ელექტროენერგია შეიძლება ზოგიერთს დღე-ღამეში 20 საათითაც შეუწყდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი