უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 27 "შაჰიდიდან" 24 ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 27 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 24 ჩამოაგდეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოაგდეს დნეპროპეტროვსკის, პოლტავას, ზაპორიჟიეს, ხერსონის, ხარკოვის, დონეცკის, სუმის, ჩერნიგოვის, ვინიცის, კიევის, კიროვოგრადისა და მიკოლაევის რეგიონებში.

უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და მობილური სახანძრო ჯგუფები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი